დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ცურ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია "TSUR GROUP"-ში შემავალი კომპანიებისთვის, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაცია, ხარჯი, სალარო, ბანკი და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** RS პორტალზე მუშაობა; შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე.
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრი ფინანსების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Microsoft Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა და მასში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსულ ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** სამუშაო დროის სწორად დაგეგმვის და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი ბუღალტერი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|