დასახელება:
მთავარი ტექნოლოგი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) ღვინის, სპირტიანი სასმელების, ნატურალური წვენების და კონსერვაციის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია ფუნქციონირებს 2001 წლიდან და მისი მიზანია შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქტების წარმოებაზე, სარეალიზაციო არეალის მუდმივ ზრდაზე და განვითარებაზე.
შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს აგრო მიმართულებით (კომპოტები/ჯემები/მურაბები/საწებლები) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი (ოფისი) - ჩოხატაური/ქედა (საწარმოები)
სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებით
მოვალეობები:
** საწარმოო პროცესის კონტროლი, შესაბამისი ჩანაწერების გზით
** ტექნოლოგიური პროცესების რევიზია და ხელახლა ფორმირება
** ტექნოლოგიური ხაზის ტექნიკური კონტროლი
** ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა
** წარმოების კონტროლი რეცეპტურის და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით
** კალკულაციები, ტექნოლოგიური ბარათები, რეცეპტურები, კალორიულობა, ეტიკეტის და სხვა მაჩვენებლების კონტროლი
** ახალ ტექნოლოგიებზე და რეცეპტებზე მუშაობა
** ნედლეულის და დამხარე მასალების ხარჯის ნორმების დადგენა
** ახალი პროდუქტების და კატეგორიების შექმნა
** ლაბორატორიული გამოცდების ჩატარება და ოქმების წარმოება
** მზა პროდუქციის და ნედლეულის ხარისხის კონტროლი
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ენერგიული; კომუნიკაბელური; პუნქტუალური
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ/ფოსტაზე: oldkakheti@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ტექნოლოგი"
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და დაარქივებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|