Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე მარნეულში.

შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** რუსული ენის ცოდნა;

კვალიფიკაცია:

** კარგი კომუნიკაციის, გაყიდვების წარმოების უნარი;
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ეფექტური განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ეფექტური გაყიდვა;
** პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36ბ;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
** ანაზღაურება: 2200 ლარამდე;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს "ჯეოსტარი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე