დასახელება:
ინგლისური ენის Native Speaker მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემია
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"აზროვნების აკადემიის სკოლა" ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის. აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/
"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის Native Speaker მასწავლებლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარება დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის;
** თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენება;
** სწავლების პროცესის დაგეგმვა, სასწავლო მასალების შერჩევა და მომზადება;
** მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი;
** საგაკვეთილო და საკლასო აქტივობების ინტერაქციულად წარმართვა;
** სკოლის სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენა — მშობლიური დონე;
** სასურველია ESL/EFL მასწავლებლის სერტიფიკატი (TESOL, CELTA, TEFL ან ეკვივალენტი);
** სასურველია მინ. 1-2 წლიანი გამოცდილება ინგლისურის მასწავლებლად;
** მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის #9
** კვირაში 1 სამუშაო დღე, 2 საათი
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
როგორ შევიტანო განაცხადი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 08 ოქტომბერი, 2025 წ.
|
|
|
|