დასახელება:
მოლარე, ოპერატორი, კონტროლი
|
მომწოდებელი:
Cavea Cinemas
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში", (მის: დ. აღმაშენებელის ხეივანი, 16-ე კმ) ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის, კერძოდ: მოლარე, ოპერატორი, კონტროლის პოზიციაზე.
პოზიციის მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
** დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით.
რატომ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა
** უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge. იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე, ოპერატორი, კონტროლი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|