ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.
"უკვე" ეძებს მოტივირებულ სისუფთავეზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.
სამუშაო განაკვეთი: თვეში 132 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების) ; დღეში 6 საათი
ფუნქციები:
** ფილიალის სისუფთავის უზრუნველყოფა და ცვლის განმავლობაში შენარჩუნება
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა
პიროვნული თვისებები:
** სისწრაფე
** მოწესრიგებულობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@ukve.ge .
შეხვედრამდე!
"უკვე"-ს გუნდი
|