Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664596&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო აგენტი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი/პრისელერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის/პრისეილერის პოზიციაზე თბილისის ტერიტორიაზე.

კომპანია წარმოადგენს მზარდ სადისტრიბუციო ქსელს ჰორეკა მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს კვების და ქიმიის მიმართულებების დისტრიბუციას ჰორეკა სექტორში.

თუ გსურთ განვითარება რითეილ სფეროში, მაშინ ეს დასაქმების შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ახალი ინიცირებული იდეების ხელშეწყობა
** სხვადასხვა კორპორატიული ბენეფიტები
** მოქნილი საბონუსე სისტემა
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების და პოტენციური კლიენტების მოძიება
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება
** კლიენტებისგან შეკვეთების აღება და მათთან კომუნიკაცია
** ობიექტებთან კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობის განვითარება
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და მონიტორინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჰორეკა სფეროში პრისელერის/სავაჭრო აგენტის მიმართულებით
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** მართვის მოწმობა
** უპირატესობა მიენიჭებათ ჰორეკა სფეროში მომუშავე კანდიდატებს

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Horecaht1@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია