Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 12:00-20:00 სთ.

ძირითადი ფუნქციები:

** ფილიალებში ყოველდღიურად დამზადებული პროდუქციის FINA-ს პროგრამაში ასახვა;
** ობიექტების პერსონალთან (მენეჯერთან, მზარეულებთან და მცხობლებთან) უშუალო კომუნიკაცია და დოკუმენტების დროული მოთხოვნა/გადამოწმება;
** ყოველდღიურად პროდუქტების ნაშთების გადამოწმება პროგრამულად. (გაყიდულ და ნაწარმოებ პროდუქციას შორის სხვაობის დადარება ყოველდღიურ აღწერებთან);
** ნაწარმოები მზა პროდუქციის პორციული რაოდენობების კონტროლი;
** წარმოებაში გახარჯული ნედლეულის გადამოწმება და სხვაობების აღმოჩენის შემთხვევაში მთავარ მზარეულთან ინფორმაციის მიწოდება (კალკულაციები გადამოწმების მიზნით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office Excel, Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე