Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: ფაზისი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სსიპ კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.

მოდული: ინფორმაციული წიგნიერება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** პროფესიული სტუდენტების სწავლება პროფესიული სტანდარტის და დამტკიცებული პროგრამების, მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
** სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.
** საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.
** სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.
** სასწავლო ლიტერატურის შერჩევა და ზრუნვა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.
** სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური
** პრაქტიკული გამოცდილება სფეროს მიმართულებით - არანაკლებ 3 წელი
** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
** სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით.
** სასურველია - აღნიშნული მიმართულებით სწავლების დარგში მუშაობის გამოცდილება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Outlook
** Microsoft Office PowerPoint

ეტაპები:

** განცხადებების/CV გადარჩევა
** გასაუბრება

დამატებითი ინფორმაცია:

დასაქმებულს მოეთხოვება პროფესიული განვითარების მიზნით თბილისში და რეგიონებში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადი (CV) შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: college@phazisi.edu.ge
ელ-ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 64 12 43
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე