დასახელება:
მშენებლობის ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
NEXT
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია "Next"-ი აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "NEXT"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაეცნოს ობიექტის სამშენებლო პროექტის დეტალებს, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ სტანდარტებსა და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესებს;
** ობიექტზე აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
** აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ტემპები;
** მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
** ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
** აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
** მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
** გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
** დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
** სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
** აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით; (განიხილება ბოლო კურსის სტუდენტიც)
** Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
რას გთავაზობთ:
** პროფესიულად მზარდ და დინამიურ გარემოს;
** მონაწილეობას საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში;
** გუნდის მხრიდან მხარდაჭერას და მენტორობას;
** საჭიროების შემთხვევაში — შესაბამის ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე პროფესიულ პლატფორმებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Next Group"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|