დასახელება:
ინჟინერ-ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
Dreamland Oasis in Chakvi
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის (Operation & Maintenance Lead)-ის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - აღმასრულებელი დირექტორი
ძირითადი მოვალეობები:
ტექნიკური მართვა და ოპერაციები:
** კომპლექსის ყველა საინჟინრო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა (ელექტროენერგია, წყლის სისტემა, გათბობა-გაგრილება, აუზების ტექნოლოგიური სისტემა, ლიფტები, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი, უსაფრთხოების სისტემები და სხვ.);
** ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრის ორგანიზება;
** ინფრასტრუქტურის პროფილაქტიკური და გეგმიური შემოწმებების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** ენერგოეფექტურობის გაზრდისა და რესურსების ოპტიმიზაციის სტრატეგიების დანერგვა.
გუნდისა და პროცესების მართვა:
** ინჟინრებისა და ტექნიკური პერსონალის მართვა, მათი დავალებებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
ბყოველდღიური სამუშაო პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური დეპარტამენტის გეგმის, ბიუჯეტის და რესურსების მართვა;
** თანამშრომლების გადამზადება და განვითარების ხელშეწყობა.
ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და ხარისხი:
** ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
** რისკების მართვა და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება;
** კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა — ტექნიკური მომსახურებისა და მასალების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
სტრატეგიული როლი კომპლექსში:
** კომპლექსის ტექნიკური პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვა;
** მჭიდრო თანამშრომლობა სასტუმროების, რესტორნების, სარელაქსაციო და გასართობი სივრცეების მენეჯმენტთან, რათა მომსახურება შეუფერხებლად და უმაღლეს სტანდარტზე მიმდინარეობდეს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინჟინერიაში (ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან სამშენებლო მიმართულება);
** მთავარი ან უფროსი ინჟინრის პოზიციაზე მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება, სასურველია სასტუმრო/რეზორტის ან მრავალფუნქციური კომპლექსის მართვაში;
** ტექნიკური სისტემების სიღრმისეული ცოდნა და პრობლემების ანალიტიკური გზით გადაწყვეტის უნარი;
** ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება (გუნდის ჩამოყალიბება, განვითარება, მოტივაცია);
** ბიუჯეტირებისა და რესურსების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, ლიდერობა და სტრატეგიული ხედვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ დაზღვევას
** კვებას
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინჟინერ-ტექნიკოსი".
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|