დასახელება:
საწყობის უფროსის დამხმარე
|
მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის დამხმარეს პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება საწყობში მიღებული საქონლის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** მიიღოს, გადათვალოს ან აწონოს და დაასაწყობოს ყველა სახის პროდუქტი (ბარი, სამზარეულო, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სხვა) სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით;საქონლის კონტროლი ზედნადებების მიხედვით;
** უზრუნველყოს უხარისხო, უვარგისი ან შეცდომით მოწოდებული პროდუქციის გაცვლა-დაბრუნება;
** შეადაროს მიღებული პროდუქტის რაოდენობა დოკუმენტაციას (ზედდებულს);
** გასცეს საქონელი საწყობიდან დეპარტამენტზე ოფიციალური გადატანის ზედდებულის (ტრანსფერის) საშუალებით, ისე რომ აქტი ხელმოწერილი იქნეს ორივე მხარის მიერ;
** მიიღოს მონაწილეობა ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
** საწყობში განლაგებული მარაგები ჰქონდეს დალაგებული, მოწესრიგებული ოპტიმალურად და სტანდარტების შესაბამისად;
** დაეხმაროს სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს მძიმე პროდუქტის გადაადგილება გადატანაში;
ძირითადი მოთხოვნები:
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|