Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქვ. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1-ლი შესახვევი, N6;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი (08:00-16:00);
** ანაზღაურება: 900 ლარი.

ფუნქცია/მოვალეობები:

** საწარმოს ეზოს მოწესრიგება;
** ნარჩენების გადაყრა;
** წუნდებული პროდუქციის შესაბამისი საწყობისთვის გადამისამართება;
** დაწესებული ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: +995 599 232149.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე