Робота для біженців з України
მებაღე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არგოზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება ტერიტორიის მწვანე ზოლის, გაზონების და მცენარეების მოვლა/მოწესრიგება;

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის მწვანე ზოლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გაზონის და ნარგავების მოვლა (დარგვა, გამარგლვა, გასხლვა, მორწყვა);
** გაზონის და ნარგავების გაკრეჭა დადგენილი პერიოდულობით (სეზონის მიხედვით);
** რეკომენდაციების შემუშავება ბაღის შემდგომი ესთეტიური მხარის გაუმჯობესებისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი მიღებული მცენარეების ჩამოტვირთვა მანქანიდან და დასაწყობება;
** მცენარის დაზიანების ან ჭკნობის შემთხვევაში დროული რეაგირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე