Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"ibis Tbilisi Airport" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელიც იქნება ფინანსური დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წევრი.

შესასრულებელი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/დაარქივება;
** რეალიზაციის ოპერაციების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
** ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაწერა კორპორატიული კლიენტებისთვის;
** შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების რეპორტების წარმოება;
** კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** ნაღდი ფულისა და საბანკო ტრანზაქციების აღრიცხვა;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** თვის დახურვის პროცესებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (Hospitality სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
** ჩამოთვლილ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად: Opera, Simphony, Materials Control.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი, აეროპორტი;
** ხელფასი: 1500-1700 ლარი NET (კვალიფიკაციის მიხედვით) გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში; 1800-2000 ლარი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ.
** გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შესაძლებლობას იმუშაო თანამედროვე სტანდარტების მქონე, დინამიკურ ორგანიზაციაში;
** კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის პერსპექტივას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას;

თუ ფლობ მაღალი პასუხისმგებლობის უნარს, გამართული კომუნიკაციისა და გაქვს ფინანსურ-ბუღალტრული ოპერაციების მართვის გამოცდილება — მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!

გამოაგზავნე CV ელ. ფოსტის მისამართებზე: Levan.KHIDESHELI@accor.com, eka.gazashvili@accor.com და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე