Робота для біженців з України
პროდუქტის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის ექსპერტი
მომწოდებელი: აკა
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
შპს "აკა" (მერსედესის-ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის ექსპერტის (Product Expert) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 6-დღიანი სამუშაო კვირა
ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მარკეტინგი ან ავტომობილებთან დაკავშირებული ტექნიკური მიმართულება)
** ავტომობილების ბაზრის და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა (მახასიათებლები)
** სტრატეგიული აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული, ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** მართვის მოწმობა B-კატეგორია, მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილებით
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი და თავაზიანი
** მომსახურებაზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა/დისციპლინირებულობა
** დაკვირვება და ანალიზის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული შესწავლა, სიახლეების მოძიება, შესწავლა და თანამშრომლებისთვის მათი გაზიარება
** ბრენდის ისტორიის შესწავლა და გამოყენება პროდუქტის სწორი პოზიციონირებისთვის
** მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგისა და სერვისის ჯგუფთან
** პროდუქტის დეტალური ახსნა პოტენციური და არსებული მომხმარებლისთვის
** პროდუქტის გადაცემა მომხმარებლისთვის და შემდგომი უკუკავშირი
** სტოკში და გზაში არსებულ ავტომობილებზე დეტალური სპეციფიკაციის ცოდნა
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ტექნიკური დეტალების ახსნა
** მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა და მათი ანალიზი
** ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი კვლევა და ანალიზი
** კომპანიაში დაგეგმილი ტრენინგზე დასწრება და მუდმივი განვითარება
** პროდუქტის ბაზარზე სწორი პოზიციონირება და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა
** შესაბამის პროგრამაში მუშაობა და მისი განახლებაზე/გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა
** მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ელ.ფოსტით, ტელეფონით ან პირადად

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@mercedes-benz.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №6

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე