დასახელება:
ღია კარის დღეების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ბიემსისი ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"ბიემსისი ცენტრი" არის განათლების საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების თანამედროვე და მოთხოვნად კურსებს.
"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ღია კარის დღეების კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ღია კარის დღეების ორგანიზება და კოორდინაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
** ღონისძიებების დაგეგმვა სრულ ციკლში - სივრცის/დარბაზის მოძიება და ჯავშანი, გადაღებებისა და ფოტო-ვიდეო დაფიქსირების ორგანიზება, თანამშრომელთა ტრანსპორტირებისა და განთავსების დაგეგმვა;
** ტრენერებთან და გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია, მათ შორის ტრენერების მოწვევა ღონისძიებაზე;
** დამსწრე საზოგადოებისთვის უფასო ლექციების შეთავაზება, რათა გაიზარდოს ჩართულობა და დაინტერესება;
** ყველა საორგანიზაციო დეტალის კონტროლი ღონისძიების მსვლელობისას და დასრულების შემდეგ; ღონისძიების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
საჭირო უნარები და გამოცდილება:
** გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვაში (სასურველია);
** გამართული კომუნიკაციის უნარები და გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პრეზენტაციისა და ადამიანებთან მუშაობის უნარი;
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა და ჰყავდეს პირადი ავტომობილი.
რას გთავაზობთ:
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
სამუშო პირობები:
** გრაფიკი, სტანდარტული
** ლოკაცია, თბილისი (ვიზიტებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@centerbmcc.ge
გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და წინ მიდის?
შემოგვიერთდით!
|
|
|
|