Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიემსისი თრეველი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"BMCC Travel" არის ტურისტული კომპანია, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო და ჯგუფურ ტურებს ევროპაში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ სწავლებისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე.

BMCC Travel აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საგანმანათლებლო ტურების გაყიდვები და კოორდინაცია - პირველადი კონტაქტიდან საბოლოო რეგისტრაციამდე;
** სატელეფონო და ვიდეო ზარების მეშვეობით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება რეგიონში;
** სოციალური მედია არხების მართვა და გაყიდვების ზრდის სტრატეგიების განხორციელება;
** რეპორტინგის წარმოება საოფისე პროგრამებში (Excel, Word და სხვ.);
** კომპანიის სერვისებისა და შეთავაზებების პრეზენტირება მომხმარებლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word და სხვ.);
** სასურველია გაყიდვებში გამოცდილება;
** სასურველია დიზაინის საბაზისო ცოდნა (Canva, Photoshop ან მსგავსი პროგრამები);

პიროვნული უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარები - როგორც ზეპირად, ასევე წერილობით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ფოკუსირება.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსები გაყიდვების მიხედვით;
** ზრდაზე ორიენტირებულ, დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და სწავლების რესურსებს
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის უნიკალურ გამოცდილებას.

სამუშო პირობები:

** გრაფიკი, სტანდარტული
** ლოკაცია, თელავი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@centerbmcc.ge

გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და წინ მიდის?

შემოგვიერთდით!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე