დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
უნიკომი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
შპს "უნიკომი", მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. 67 (გრანდმოლის სავაჭრო ცენტრი)
განაკვეთი: სრული (6 დღე კვირაში)
ანაზღაურება: გადასახადების და დასაქმებულის კუთვნილი საპენსიო შენატანის (2%-ის) ჩათვლით - საშუალოდ თვეში 1550 ლარი (ფიქსირებული - 500 ლარი პლუს გაყიდვების ბონუსი).
სამუშაოს მიზანი: მომხმარებლების მომსახურება, პროდუქციის შეთავაზება და ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში - ტექნიკური დახმარება;
** მომხმარებლისთვის გადაცემამდე "უნიკომის" მაღაზიაში შეძენილი სმარტფონების, ტაბლეტების, ნოუთბუქების, პერსონალური კომპიუტერების აქტივაცია და შემოწმება;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** შესამოწმებელი და გასამართი პროდუქციის კატეგორიების დამატება/კორექტირება;
** მომხმარებლის მიერ ჩაბარებული გაუმართავი მოწყობილობის შემოწმება;
** კომპიუტერული ტექნიკის სექციაში ნოუთბუქების და სტაციონარული კომპიუტერების ჩართვა/გამორთვა;
** Linux/Ubuntu ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
** პერსონალისთვის ტექნიკური ტრენინგის ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** გასაუბრება;
** 1 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი
თუ გსურთ შეუერთდეთ გუნდს, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკოსი (ქუთაისი).
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ამის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@unicom.ge 2025 წლის 08 ოქტომბრამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Unicom გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|