დასახელება:
კარიერული განვითარების პროგრამა
|
მომწოდებელი:
გრანთ თორნთონ
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კარიერული განვითარების პროგრამა Boot-Camp Grant Thornton-ში.
პროგრამის შესახებ:
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - გრანთ თორნთონ საქართველო აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო-დასაქმების პროგრამაზე. ჩვენი მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ როგორც სტუდენტებს, ასევე კარიერული განვითარების სურვილის მქონე ადამიანებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე
მდებარეობა: თბილისი
პროგრამის განმავლობაში, წარმატებული მონაწილეები გაივლიან კურსს Grant Thornton-ის წამყვანი ექსპერტებისგან
რას გთავაზობთ:
** ინტენსიური პროფესიული გადამზადების კურსი Grant Thornton Academy-ის წამყვანი სპეციალისტებისგან;
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ბიზნეს პროექტებზე;
** საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა;
** მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
** წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროებში; (განიხილებიან კურსდამთავრებულებიც);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სხვა უცხო ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მაღალი მოტივაცია პროფესიული განვითარებისთვის.
** შერჩევის პროცესი
** რეზიუმეების გადარჩევა
** პროფესიული ტესტირება
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე: კარიერული განვითარების პროგრამა Boot-Camp Grant Thornton-ში
სათაურში მიუთითეთ: "კარიერული განვითარების პროგრამა Grant Thornton-ში".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ოქტომბერი.
პროგრამის დაწყება: ოქტომბერი, 2025
Grant Thornton საქართველო უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის განურჩევლად ასაკის, სქესის, ეროვნების, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
|
|
|
|