დასახელება:
ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვაცხადებთ ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, სერვის ცენტრების სამსახურში.
სამუშაოს მიზანი:
მომხმარებელთა მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ურთიერთობა, მათი საკითხის იდენტიფიცირება და კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად განაცხადების მიღება, თანდართული დოკუმენტაციის ზუსტად ჩაბარება და რეგისტრირება ERP პროგრამის მეშვეობით.
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის დაფიქსირება ERP პროგრამის ცხელი ხაზის მოდულში.
** კომპანიაში შემოსული ვიზიტორების ხარისხიანად მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
** მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, გლდანის სერვის ცენტრი.
მისამართი: სანდრო ახმეტელის 12
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ, დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET-ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge და გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|