Робота для біженців з України
სასაწყობე მეურნეობის უფროსი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე მეურნეობის უფროსი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მეურნეობის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე სივრცის მოწყობა და დასაწყობების სტანდარტების შემუშავება;
** ტვირთების წინასწარი დასაწყობების დაგეგმვა;
** სასაწყობე მეურნეობის მართვა;
** წლის სამოქმედო გეგმის შედგენა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა, სამსახურის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწყობის თანამშრომელთა მუშაობის ანალიზი;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული სამსახურის კადრების მოძიებასა და გადამზადებაში აქტიური მონაწილეობა;
** წარმოებასთან შეთანხმებული და კოორდინირებული ყოველდღიური მუშაობა, წინასწარ საჭირო ნედლეულის შეკვეთების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 7 ოქტომბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე