დასახელება:
ხორცპროდუქტების ტექნოლოგი
|
მომწოდებელი:
ვესტ ინვესტი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ხორცპროდუქტების ტექნოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: დისტანციური ან ჰიბრიდული;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი წარმოების ტექნოლოგიური პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ხორცპროდუქტების ტექნოლოგიური პროცესების დაგეგმვა და კონტროლი;
** კომპანიაში HACCP სისტემის დანერგვა;
** ტექნოლოგიური დოკუმენტაციის წარმოება;
** რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური კარტების შედგენა;
** საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საკვები ტექნოლოგიების სფეროში;
** ტექნოლოგიური ბარათების შექმნის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება კვების ინდუსტრიაში;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება"ხორცპროდუქტების ტექნოლოგი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|