დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Coredeal Hospitality
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია Coredeal Hospitality, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ბათუმში მდებარე მაღალი კლასის აპარტ-სასტუმროში. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა-ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორანსა და ბარს.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი, 5/2
ძირითადი მოვალეობები:
** აპარტ-სასტუმროს ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** აპარტ-სასტუმროს ფინანსური პოლიტიკის, რეგულაციებისა და პროცედურების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, სტანდარტის შემუშავება და აღსრულების ზედამხედველობა;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით, ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, სახსრების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** აპარტ-სასტუმროს საბუღალტრო სისტემის კონფიგურაციის პროცესში მონაწილეობა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფინანსური ოპერაციების სიზუსტით აღრიცხვა და ყოველდღიური მონიტორინგი;
** დეპარტამენტის საოპერაციო ბიუჯეტის მონიტორინგი და ხარჯების ეფექტური მართვა;
** არამატერიალური აქტივების, ძირითადი საშუალებების, ჩამოწერის და შესაბამისი ფინანსური და სააღრიცხვო ჩანაწერების კოორდინირება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** პროფესიული კვალიფიკაცია ACCA - ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასტუმროსა და სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
** თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ Coredeal Hospitality-ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotels@coredeal.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ბუღალტერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 05 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|