დასახელება:
პროფორიენტაციის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
თავისუფალი ხედვის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პროფორიენტაციის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 09:00 - 18:00 სთ
სამსახურებრივი მოვალეობა:
** პროფესიული ორიენტაციის ხასიათის შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება; სასწავლებლის პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;
** აპლიკანტთა, მათ შორის, შშმ და სსსმ პირთა რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა;
** პროფესიული სტუდენტებისთვის მათი უფლებების გაცნობა და დაცვის უზრუნველყოფა;
** არასრულწლოვანი აპლიკანტების/პროფესიული სტუდენტების კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის წარმართვა;
** სწავლის დაწყების მომენტიდან, პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციის ხელშეწყობა სასწავლო გარემოსთან;
** პროფესიული სტუდენტებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შესახებ ინფორმირება და სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროფესიული სტუდენტების ინიციატივების ხელშეწყობა;
** პროფესიული სტუდენტების დასწრების მონაცემების მიხედვით, რეაგირება - პროფესიული სტუდენტის უფლებების და ვალდებულებების გათვალისწინებით ინფორმირებულობა;
** პროფესიული სტუდენტისთვის დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისება, დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სულ მცირე საბაზისო პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის გამართულად ცოდნა
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარი;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;
** პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტალურობა.
freeeduge@gmail.com
|
|
|
|