Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს.

მოვალეობები:

** სამუშაოს დაწყების წინ მანქანის ვიზუალურ-ტექნიკური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეპოხვა;
** ობიექტების დაცლა და მომარაგება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის მიღებისას და დაცლისას.
** მიმდინარე სერვისის საჭიროების დროული შეტყობინება.
** ობიექტებს შორის ტვირთების შიდა გადაზიდვა, საწყობიდან ობიექტების მომარაგება.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მოცემულ მეილზე cv@decoline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე