დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბენე კომფორტი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** საცხოვრებელ კომპლექსებში ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება;
** წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით;
** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (პრობლემების აღწერა, გაწეული სამუშაოების ჩანაწერები);
** თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად ამოცნობისა და დიაგნოსტირების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის ლოგიკური და ანალიტიკური მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღების კონცენტრაციის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაოსადმი სიზუსტე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკურ სფეროში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური მენეჯერი".
კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|