Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ბეიბი ლაინი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინ"-ის პროფილს წარმოადგენს ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საგნების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე. იმპორტული პროდუქციის მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასის გამო, "ბეიბი ლაინი" უკვე 18 წელია ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ამ სფეროში.

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ათვისებული სადისტრიბუციო ქსელის შემოვლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით
** არსებული ქსელის უზრუნველყოფა პროდუქციით და პოტენციურ კლიენტთა მოძიება/ინფორმირება
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის
** შეკვეთების აღება და პროგრამული ასახვა
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად
** გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებების განხორციელება
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, სალარო ოპერაციების განხორციელება

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილის ფლობა
** ქონებრივი უზრუნველყოფა

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@babyline.ge და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისელერი და შესაბამისი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 8 ოქტომბერი.

შპს "ბეიბი ლაინი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე