დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" სამუშაოდ იწვევს კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე თბილისში.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის ქ.36 ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დასაწყობება
** პროდუქციის დაცლა და დასაწყობება
** შეკვეთების აგროვება
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს " ჯეოსტარში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯეოსტარი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|