დასახელება:
AML სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ფინანსური ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
კომპანია "ფინანსური ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების იდენტიფიკაცია და ვალიდაცია (KYC), რისკის დაფუძნებული მიდგომით (CDD/EDD).
** ტრანზაქციების მონიტორინგი, საეჭვო ოპერაციების იდენტიფიკაცია, გამოძიება და შესაბამისი ანგარიშგება.
** სანქციებისა და PEP სკრინინგი, უარყოფითი მედიის შემოწმება.
** AML/CTF შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მომზადება/განახლება და მათი შესრულების კონტროლი.
** ML/TF რისკების შეფასება, პერიოდული მიმოხილვები და საბანკო/ოპერაციული დოკუმენტაციის მართვა.
** თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება/ტრენინგში მონაწილეობა.
** ზედამხედველ ორგანოებთან კომუნიკაცია და ანგარიშგება, აუდიტისა და შიდა შემოწმებების მხარდაჭერა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** AML სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსურ რეგულაციებსა და კანონმდებლობაში სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ფლობა (წერითი და ზეპირი);
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება ფინანსურ სექტორში (ბანკები, მიკროსაფინანსოები და სხვა).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დოკუმენტების მიღების ვადა: 12 სექტემბერი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე a.idadze@skillwill.edu.ge, სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|