Робота для біженців з України
მზარეული - ბურგერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული - ბურგერი
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე ღამის სმენაში.

სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, 17:00-01:00. ან 19:00-03:00, კვირაში 5 დღე, თვეში 23-24 დღე.
ანაზღაურება: საათობრივი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 8 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 9 ლარი საათში. საშუალოდ 1600-1700 ლარი თვეში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ.N5

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით,
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა,
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი,
** სამუშაო დღის დაგეგმვა,
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით,
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება

საჭირო უნარები:

** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 5 97 90 00 05 ოთო.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე