Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, მცხეთის ქუჩა 5.
** სამუშაო დღეები: 5/2, 23-24 დღე თვეში (შეთანხმებით)
** სამუშაო საათები: 8-საათიანი გრაფიკი. 11:00-19:00, 14:00-22:00, 17:00-01:00/19:00-03:00.
** ანაზღაურება: დღის ცვლა: საათში 6 ლარი, ღამის ცვლა: საათში 7 ლარი, + ბონუსი + თიფსი.
საშუალოდ 1600-1700 ლარი თვეში + თიფსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 6 თვე.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** აქტიური
** ორგანიზებული
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

ძირითადი ფუნქციები:

** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ.
** ონლაინ შეკვეთების მიღება Wolt, Glovo, Bolt აპლიკაციებით, პროგრამაში შეყვანა, შეკვეთის ჩალაგება და კურიერისთვის გადაცემა.
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა.
** ცხელი-ცივი ყავების და სხვადასხვა სასმელის სახეობების მომზადება.
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
** სალარო ოპერაციების შესრულება.
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597 90 00 05 მარიამი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე