დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
BlueTabla
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების
მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - http://www.bluetabla.ge
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასის მომსახურებას
** კორპორატიულ ფასდაკლებას "ბლუტაბლას" პროდუქციაზე
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთლის 140)
** 2, 000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 6 თვეში ერთხელ
** ჯანმრთელობის დაზღვევა
მოვალეობები:
** საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა
** პირველადი საბუთების დამუშავება
** რეალიზაციის ოპერაციების წარმოება, სასაქონლო ზედნადების და ა/ფაქტურების გამოწერა
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი
** საბანკო ოპერაციების წარმოება
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
მოთხოვნები:
** მინ. 3-წლიანი ბუღალტერის სამუშაო გამოცდილება (ვაჭრობის ან/და წარმოების დარგში)
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Balance-ის ცოდნას)
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მეილზე career@bluetabla.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "ბუღალტერი"
|
|
|
|