Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
სამკაულებისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიისთვის ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, კომუნიკაციის უნარითა და გაყიდვების სფეროში გამოცდილებით.

სამუშაო პირობები:

** ცვლითი გრაფიკი.
** თვეში 144-დან, 156-მდე სამუშაო საათი.
** სამუშაო გარემო - თანამედროვე, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული.

ლოკაცია: თბილისი, პაოლო იაშვილის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის პროფესიონალური კონსულტაცია და პროდუქტის სწორად შეთავაზება.
** გაყიდვების პროცესის წარმართვა და პროგრამასთან მუშაობა.
** პროდუქციის გამოფენისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
** მომხმარებლებისთვის პოზიტიური და კომფორტული გარემოს შექმნა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია მოდის/აქსესუარების მიმართულებით)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა და გაყიდვების სისტემებთან მუშაობის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი.
** ენერგიულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას და კონკრეტულ ანაზღაურებას.
** ბონუსების სისტემას.
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში მუშაობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: nutsa@access.store

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე