დასახელება:
უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
არგვეთია ერთი
|
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანია "არგვეთია ერთი" დაფუძნდა 2019 წელს, რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით.
"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს გამოცდილება პროდუქტის ფოტოების გადაღებასა და დამუშავებაში. პოზიცია მოითხოვს მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნას, რომელიც იქნება მიმზიდველი, ესთეტიკური და შესაბამისი ბრენდის სტანდარტებთან.
პოზიციის მდებარეობა: თბილისი, დადიანის 7 (ქარვასლა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი კვალიფიკაციიდან გამომდინარე
გათვალისწინებულია: სამედიცინო დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ფოტოების გადაღება (სტუდიური ან ბუნებრივი განათება);
** გადაღებული ფოტოების დამუშავება და რეტუშირება (Adobe Photoshop, Lightroom, Corel და სხვა საჭირო პროგრამები;
** კონტენტის შექმნა სოციალური მედიისთვის, ვებსაიტისთვის და სარეკლამო მასალებისთვის;
** ახალი და კრეატიული იდეების შემუშავება ვიზუალური მასალების გასაუმჯობესებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული ინსტრუმენტების: Adobe Illustrator, Adobe Indesign, Corel ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის ნორმალურ დონეზე ცოდნა.
პროფესიული უნარ ჩვევები:
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და ოპერატიული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილების და უნარების შესაბამისად.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს online.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: info@argvetia.ge, info.argvetia@gmail.com
გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "უმცროსი გრაფიკული დიზაინერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 30 სექტემბერი 2025 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|