დასახელება:
გამყვანი ტუროპერატორი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
გამყვანი ტუროპერატორის პოზიციაზე ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრები.
ძირითადი მოვალეობები:
** ტურისტული პაკეტების შემუშავება, დაგეგმვა და გაყიდვა;
** მომხმარებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია (სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები, ღვინის მარნები და სხვა);
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გამყვან ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შემომყვან ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** ტურისტულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** მომხმარებლებთან მუშაობისა და მომსახურების გამოცდილება;
** ტურისტული პროდუქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00; 11:00- 19:00;
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (ხელზე ასაღები, ფიქსირებული) + საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: info@frenebi.ge
|
|
|
|