კომპანია "ვიტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია "ვიტო" არის სამშენებლო-სარემონტო მასალების, საცალო-საბითუმო სარეალიზაციო კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე 1999 წლიდან.
ლოკაცია: ქ. ქუთაისი ირ.აბაშიძის 21ა
სამუშაო გრაფიკი: ხუთი (5) სამუშაო დღე
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 09:00 - 18:00 სთ
შესვენების დრო: 1 (ერთი)სთ
ჩვენ გთავაზობთ:
** გამორჩეულ კორპორატიულ კულტურას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** ემპათიურ დამოკიდებულებას;
** მაღალ უკუკავშირს;
** ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო; Day off. ანაზღაურება საათობრივი (160 სთ- ნორმირებული ტარიფით, დამატებითი საათების ანაზღაურება ხდება ზეგანაკვეთური ტარიფით. ნორმირებული ტარიფის 1, 25 კოეფიციენტით).
ჩვენთან კარგა ხანია დაიმსხვრა მითი, "გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად" ამიტომ, მთავარია იყოთ მოტივირებული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე, მოდით ჩვენთან და აქ დაგხვდებათ: ძლიერი, პროფესიონალი, კვალიფიციური, დიდი ოჯახი. გპირდებით ჩვენთან დაეუფლებით არა მარტო სამუშაო სპეციფიკას . გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, შანსი მუდამ არ გეძლევათ. მთავარია მოინდომოთ, გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესწავლა მისი მახასიათებელი თვისებებით;
** მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
** პროდუქციის მიღებასა და აღწერაში მონაწილეობა;
** ზედა რგოლის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ (ღონისძიებები, შეხვედრები, თათბირები, ივენთები, კორპორატიული საღამოები, ტრენინგები) -ში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული კომპეტენციები:
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** სიახლეების ადვილად ათვისება, ინოვაციებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
** კომპანიის მიმართ ლოიალურობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე, შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირება.
თუ ზემოთ მოცემული პირობები თქვენთვის მისაღებია, მაშინ დამიკავშირდით და ძირეულად დეტალები ერთად გავიაროთ. ჩვენ მზად ვართ!
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05/10/2024
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი cv შემდეგ ელფოსტაზე: hr@ltdvito.ge
Tel: +995 598 50 00 52
კომპანია "ვიტო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცემულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაურეთ ვაკანსიას და გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|