Робота для біженців з України
კონსულტანტის თანაშემწე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტის თანაშემწე
მომწოდებელი: ვიტო
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
კომპანია "ვიტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანია "ვიტო" არის სამშენებლო-სარემონტო მასალების, საცალო-საბითუმო სარეალიზაციო კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე 1999 წლიდან.

ლოკაცია: ქ. ქუთაისი ირ.აბაშიძის 21ა
სამუშაო გრაფიკი: ხუთი (5) სამუშაო დღე
სამუშაო დღის ხანგრძლივობა : 09:00 - 18:00 სთ
შესვენების დრო: 1 (ერთი) სთ

ჩვენ გთავაზობთ:

** გამორჩეულ კორპორატიულ კულტურას;
** თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
** ემპათიურ დამოკიდებულებას;
** მაღალ უკუკავშირს;
** ყოველდღიური ბენეფიტებს: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო; day off.
** ანაზღაურება: საათობრივი (160 სთ ნორმირებული ტარიფით, დამატებითი საათების ანაზღაურება ხდება ზეგანაკვეთური ტარიფით. ნორმირებული ტარიფის 1, 25 კოეფიციენტით).

ამომწურავად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა გასაუბრებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ჩამოცლა/ჩათვლა
** პროდუქციის შესწავლა მახასიათებელი თვისებებით
** შეკვეთის გამზადება

პიროვნული კომპეტენციები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტიანობა, კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** კომპანიის მიმართ ლოიალურობა;
** ცვლილებების მიღება, პრიორიტეტულობა;
** დეტალებზე, შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05/10/2025

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი cv შემდეგ ელფოსტაზე: hr@ltdvito.ge
Tel: +995 598 50 00 52

კომპანია "ვიტო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცემულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაურეთ ვაკანსიას და გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე