დასახელება:
მთავარი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
არტტექსი
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
სამშენებლო კომპანია შპს "არტტექსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ კომპანია "არტტექსი", 2005 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში.
ინოვაციურმა მიდგომებმა და წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა "არტტექსი", როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.
2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, ახალი შემადგენლობით გავაგრძელეთ საქმიანობა და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია სამშენებლო ბაზარზე. დღეს ჩვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2021 წელს მოვიპოვეთ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს სანდოობას ხარისთან მიმართებაში.
ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი (შპს "არტტექსის" სამშენებლო ობიექტები)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ჯანმრთელობის დაზღვევა (სურვილისამებრ).
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაციის, რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესის დაგეგმვა და ზედამხედველობა;
** საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული, საინჟინრო და რესტავრაციული გეგმების) განხილვა და დამუშავება;
** რესტავრაციის პროცესში გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიების შესაბამისობის უზრუნველყოფა ნორმატიულ-ტექნიკურ მოთხოვნებთან და ძეგლის ავთენტურობის პრინციპებთან;
** სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** ტექნიკური ჯგუფის კოორდინაცია, დავალებების განაწილება და მათი შესრულების ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების მომზადება და ხარჯთაღრიცხვებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მათ შორის "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონისა და ტექნიკური რეგლამენტების გათვალისწინებით;
** სამშენებლო და რესტავრაციის ობიექტებზე ვიზიტები, პროცესის მონიტორინგი და დოკუმენტაციის წარმოება;
** კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექსპერტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** კომპანიის შიდა წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში (სასურველია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის პროექტებში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო უსაფრთხოების რეგლამენტების, შრომის უსაფრთხოების კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა (შენობა-ნაგებობები, ამწე მოწყობილობები, ლიფტები, სახანძრო უსაფრთხოება და სხვ.);
** საქართველოს შრომის კოდექსისა და "სამშენებლო საქმიანობის შესახებ" კანონის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ გარემოსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@arttex.ge
სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ინჟინერი".
გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეები მიიღება 25 სექტემბრის ჩათვლით. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა განაცხადებიც 15 სექტემბრამდე შემოვა.
გამოცდილების არმქონე პირთა რეზიუმეები სამშენებლო სექტორში არ განიხილება.
|
|
|
|