Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი-მმართველის მოადგილე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი-მმართველის მოადგილე
მომწოდებელი: სავაჭრო ცენტრი პანორამა ქუთაისი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
ავეჯის და საოჯახო ტექსტილის სახლი "პანორამა-ქუთაისი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: გაყიდვების მენეჯერი-მმართველის მოადგილე

საქმიანობა: ბრენდული საოჯახო ტექსტილის, ავეჯის და საოფისე ნივთების ადგილზე და ონლაინ რეალიზაცია;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.10

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული და საცალო გაყიდვების ორგანიზება, მართვა, წარმოება, შეკვეთების მიღება და მიწოდების ორგანიზება.

მოთხოვნები:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში (ანალოგიურ სფეროში ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი - მთავარი პირობა)
** საოფისე, გაყიდვების პროგრამა FMG-ის,  ექსელის და სალარო ოპერაციების ცოდნა (ტესტირება ექსელში); 
** გამოცდილება პერსონალის მართვაში;
** უმაღლესი განათლება.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + პრემია, საშუალოდ 1300 -1500 ლარი შედეგის და სტატუსის მიხედვით.
** სამუშაო გრაფიკი სრული: 10-30 დან 19-30 ზაფხულში (40 საათი კვირაში) და 11-00-დან 19-00 სთ-მდე ზამთარში (35 საათი კვირაში);
** 2 დასვენების დღე.

** კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

ვინც ვერ გაივლის გასაუბრებას, მათ მიეცემათ შესაძლებლობა შეისწავლონ სხვადასხვა პროგრამები და გაყიდვების სპეციფიკა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდ, სასიამოვნო, სწავლაზე ორიენტირებულ გარემოს მინიმალური დატვირთვით;
** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;

გთხოვთ CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და საბჯექტში მიუთითოთ პოზიცია ან მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომერზე: +995 599 068 468

კომუნიკაცია, კითხვები და გასაუბრების მომზადება მხოლოდ მიმოწერით Viber/WhatsApp-ში.

მიმოწერა ატარებს წინასწარი გასაუბრების ხასიათს და ემსახურება გასაუბრების მომზადებას. ზარებზე პასუხი არ გაიცემა.

www.classica.com.ge
www.office1.ge

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი)თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გაქვთ განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე