Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664225&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: 4Motors
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
შპს "4 მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და შეფერხებების, პრობლემატური შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** მომხმარებლის მიღების პროცედურის მონიტორინგი;
** სერვისის ბოქსების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მასალები, მექანიკოსები მზადყოფნაშია პროცესის დასაწყებად);
** სერვისისთვის სახარჯი/დამხმარე მასალების მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ, დროული შეკვეთების განხორციელება ან ტრანსპორტირება სხვა ფილიალიდან;
** სერვისის დანადგარების გამართულობის კონტროლი და საჭიროებისამებრ, შეკეთების მოთხოვნის ფორმირება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა არასტანდარტული სერვისის საჭიროების პროცესში- ავტომობილის პრობლემის ახსნა, საჭირო სამუშაოების დეფინიცია, კონსულტაციის გაწევა ხარისხიანი მომსახურების მიზნით;
** ერთჯერადად მოსულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და კომპანიის გრძელვადიანი მომსახურების შეთავაზება;
** საჭიროებისამებრ, სატენდერო წინადადებაში მონაწილეობის მიღება სერვისის ტარიფების დადგენის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის შესაძლებლობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Tsiklauri1989@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 591932562

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელფოსტის გამოგზავნისას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია