დასახელება:
PepsiCo GO სტაჟირება ბიზნესის განვითარების მიმართულებით
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
არ გაუშვა შანსი, განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო, როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი ბიზნესის განვითარების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
მოკლე აღწერა:
ბიზნესის განვითარების გუნდი პასუხისმგებელია კომპანიის კომერციული და ფინანსური მიზნების დასახვასა და მიღწევაზე, ასევე "PepsiCo"-ს ოპერაციების ყველა მიმართულებისთვის გეგმების შემუშავებაზე.
რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:
** მარშრუტიზაციის პროცესის განვითარების პროექტების განხორციელების მხარდაჭერა
** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობისა და საოპერაციო მოდელის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა საოპერაციო მოდელის ცვლილებების განხორციელებასა და ახალი კონცეფციების განვითარებაში
** დისტრიბუტორების ანგარიშების დამუშავება, მონაცემების შესაბამის სისტემებში ატვირთვა და ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ
** ახალი პროექტების გაშვებაში მონაწილეობა, თანამშრომლობა სხვადასხვა ფუნქციებთან, როგორიცაა ფინანსები, ბიზნეს-ანალიტიკა, სავაჭრო მარკეტინგი და გაყიდვები
** გაყიდვების გუნდის KPI-ების მონიტორინგი ყველა სავაჭრო არხში საველე შესრულების შეფასების გზით
** გაყიდვების გუნდისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და განხორციელება
პროგრამის დასრულების შემდეგ:
** სიღრმისეულად გაიცნობ გაყიდვების პროცესებსა და მის ეფექტიანობაზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს
** შეიქმნი მყარ საფუძველს გაყიდვების დაგეგმვისა და ანალიტიკის მიმართულებით
** მიიღებ კროს-ფუნქციონალურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილებას საერთაშორისო კომპანიაში
** შეისწავლი გაყიდვებისა და ფინანსური ანალიზის სისტემების დანერგვას პროფესიონალებთან ერთად
ვის ვეძებთ:
** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბიზნესის, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** დიდი მონაცემების დამუშავების უნარი, MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები.
** სისტემური აზროვნება, ყურადღება, ერთგულება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** 2025 წლის სექტემბრიდან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ:
** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი;
** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესდი?
გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|