Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664215&print=yes&view=jobs
 
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: იურიდიული და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
იურიდიული და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 3 000 ლარი (ხელზე)+ ულიმიტო სასაუბრო დრო და ჯანმრთელობის დაზღვევა
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი;
** კომპანიის სასამართლოში წარმომადგენლობა და ადვოკატირება;
** კორესპონდენციების წარმოება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციების შედგენა და ანალიზი;
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან (საჯარო რეესტრი, მერია და ა.შ);
** სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით; (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი სავალდებულოა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalexperts2023@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია