დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია თემიდა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
შრომის ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე), გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო და ჯანმრთელობის დაზღვევა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** კორესპონდენციების წარმოება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციების შედგენა და ანალიზი.
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში.
** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან. (საჯარო რეესტრი, მერია და ა.შ).
** სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა.
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|