დასახელება:
წამყვანი სპეციალისტი/ცხელი ხაზის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
1. გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1180 (ათას ასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი .
ბ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
4. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
5. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უზრუნველყოს სატელეფონო ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება და განახორციელოს მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურება.
ბ) მიაწოდოს მოქალაქეს უნივერსიტეტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია (გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული პერსონალური, პროფესიული, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისა).
გ) შემოსული ზარები, საკონსულტაციო ზარები, ან ინფორმაციის გადაცემა დააფიქსიროს საინფორმაციო ბაზაში.
დ) საჭიროებიდან გამომდინარე შეასრულოს ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებები (სტატისტიკური ანალიზის გაკეთება, რეაგირებული ზარების დამუშავება და ა. შ.).
ე) არ გაამჟღავნოს პერსონალური მონაცემები, არ მიაწოდოს მოქალაქეს ინფორმაცია, რომლის სიზუსტეში არ არის დარწმუნებული, მისცეს მას შესაბამისი განმარტება ინფორმაციის დაზუსტების საჭოროების შესახებ და კვლავ დაუკავშირდეს ოპერატიულად.
ვ) საფრთხის შემცველი და გადაუდებელი რეაგირების საჭიროების ზარების შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყონებლივ გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - "112"-ს, შესაბამის სამსახურს და უშუალო ხელმძღვანელობს.
6. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,
წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 9 სექტემბრიდან 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge.
სათაურის ველში უნდა მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტი (ცხელი ხაზის ოპერატორი).
|
|
|
|