დასახელება:
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
1. კონკურსი გამოცხადდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1600 (ათას ექვსასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) განათლება - დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სასწავლო ან სამეცნიერო სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Word, Exel მაღალ დონეზე ფლობა.
4. აპლიკანტს მოეთხოვება "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.
5. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ოპერატიულობა;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
თ) დასაბუთების უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
6. თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების ანალიზი, წლიური ანგარიშის მომზადება და თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში წარდგენა;
გ) სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი;
დ) დოქტორანტთა კოლოკვიუმების და სემინარის ორგანიზება;
ე) ფაკულტეტზე სამეცნიერო მუშაობის კოორდინირება;
ვ) ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება საგრანტო კონკურსების შესახებ;
ზ) ყოველი სემესტრის ბოლოს შემდგომი სემესტრისათვის დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები და ა.შ.) გეგმის ფაკულტეტის დეკანისთვის წარდგენა;
თ) სკოლის მოსწავლეებთან (საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში) და ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან მუშაობა.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების, სამეცნიერო ხარისხის და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge.
სათაურის ველში უნდა მიეთითოს "ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი".
|
|
|
|