Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664206&print=yes&view=jobs
 
მეამას სივრცის ელჩი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეამას სივრცის ელჩი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"მეამა" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მეამას სივრცის ელჩის პოზიციაზე.

ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

თბილისის მასშტაბით მეამა წარმოდგენილია სამი სივრცის სახით, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს პროდუქციას, მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია და საინტერესო გამოცდილება.

ლოკაციები: ისთ-ფოინთი (მის: ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N2), თბილისი მოლი (მის:აღმაშენებლის გამზირი 16 კმ) :, სითი მოლი (მის : ვაჟა-ფშაველას ქუჩა N 70)
სამუშაო საათები - კვირაში 6 სამუშაო დღე, 36 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით .
ანაზღაურება: 1250 ლარი + საბონუსე სისტემა
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა

პოზიციის მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება და მისი მოთხოვნისამებრ მიწოდება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** კომპანიაში მიმდინარე აქციებსა და პროექტებში ჩართულობა;
** კომუნიკაცია სხვა შიდა გუნდებთან ერთიანი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულფასოვნად ფლობა; ინგლისური - საკომუნიკაციო დონეზე;
** გამოცდილება მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft office - ის პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის მაღალი უნარი და მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელმისამართზე: career@meama.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 სექტემბერი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება .

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია