დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ოპტიკონი
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
კომპანია "ოპტიკონი", ოპტიკური და მზის სათვალეების და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება:
** სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 900₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
** კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება 1000₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტის ბარათი.
კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: opticonge@gmail.com და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი).
საკონტაქტო ტელეფონი: 577 777 243
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|