Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664163&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი + ბონუსები ახალი ობიექტების დამატების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება ხელზე ასაღები 1900 ლარი);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

შესასრულებელი ამოცანები:

** პოტენციურ კლიენტებთან ადგილზე მისვლა და კომუნიკაციის დამყარება,
** მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის 12 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ჰქონდეს B კატეგორია და 3 წლიანი მანქანის ტარების გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება პიროვნებას რომელსაც არ შეეზარება ფეხით სიარული.

სამუშაო ძირითადად იქნება ოფისის გარეთ ობიექტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჰყავს ავტომობილი, თანამშრომელს მოუწევს ფეხით სიარული, გამომდინარე იქიდან, რომ რესტორნები განთავსებულია ერთმანეთთან ახლოს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ავტომობილის დაზღვევას;
** ტელეფონზე სასაუბრო დროს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე აუცილებლად ფოტოთი, ელფოსტაზე: saleswasteline@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია