დასახელება:
შესყიდვების ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1875 ლარი Gross (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
** პროდუქციის მოწოდების ყველა პოტენციური არხის გამოკვლევა და ანალიზი;
** მომწოდებლებთან საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
** საქონლის ხარისხის, ფასის, მოწოდების სტაბილურობისა და კომერციული პირობების შეთანხმება მომწოდებელთან;
** დაწუნებული პროდუქციის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;
** შესყიდული საქონლის ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის გასაყიდი და შესასყიდი ფასების მუდმივი მონიტორინგი და შედარება;
** ბაზარზე არსებული ყოველდღიური შესასყიდი ფასების აღრიცხვა და რეპორტინგი;
** ბაზარზე არსებული სიახლეების გაცნობა, შეფასება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
** საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლევაში მონაწილეობა;
** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში (სასურველია ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით);
** ინგლისური ენის B2 დონეზე და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა, Excel-ის კარგი ცოდნა აუცილებელია;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|